ვინ შეცვლის კურტუას? - ჩელსიმ 2 კანდიდატი შეარჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვინ შეცვლის კურტუას? - ჩელსიმ 2 კანდიდატი შეარჩია


ვინ შეცვლის კურტუას? - ჩელსიმ 2 კანდიდატი შეარჩია

მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს "ჩელსის" გოლკიპერი, ტიბო კურტუა "რეალს" შეუერთდება.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports წერს, აღნიშნული ტრანსფერი განხორციელების შემთხვევაში, "არისტოკრატები" "არსენალის" კარის დარაჯის, პეტერ ჩეხის დამატებას ეცდებიან.

26 წლის ბელგიელის შეცვლის მეორე კანდიდატად "ლესტერის" მეკარე, კასპერ შმეიხელი განიხილება.

შეგახსენებთ, ჩეხი "ჩელსის" ღირსებას უკვე იცავდა - 2004 წლიდან 2015 წლამდე. "არისტოკრატების" რიგებში იგი ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

პეტერი "არსენალში" 2015 წელს გადაბარგდა. გასულ სეზონში მან "მეთოფეთა" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაუშვა.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები