75 მილიონი ევრო ალისონის სანაცვლოდ! - შეთანხმება მიღწეულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

75 მილიონი ევრო ალისონის სანაცვლოდ! - შეთანხმება მიღწეულია


75 მილიონი ევრო ალისონის სანაცვლოდ! - შეთანხმება მიღწეულია

"რომას" მეკარე, ალისონი ძალიან მალე "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც გავლენიანი გამოცემა Sky Sports იუწყება, მხარეები 75 მილიონ ევროიან ტრანსფერზე შეთანხმდნენ და ახლა ბონუსების დეტალებს განიხილავენ.

თავად გოლკიპერსაც სურს "ლივერპულში" გადასვლა. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას რომაულ კლუბთან 2021 წელს ეწურება.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "რომა" მზადაა ბრაზილიელს ხელფასი ორჯერ გაუზარდოს, 3 მილიონ ევრომდე, თუ ახალი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდება, რომელიც 2023 წლამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, "მგლების" კიპერით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "პსჟ"-ც ინტერესდებიან. ალისონი "რომაში" 2019 წლიდან ირიცხება.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები