ბარსელონამ 2017/18 წლების სეზონში რეკორდული შემოსავალი მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ 2017/18 წლების სეზონში რეკორდული შემოსავალი მიიღო


ბარსელონამ 2017/18 წლების სეზონში რეკორდული შემოსავალი მიიღო

გასული სეზონის გათვალისწინებით, "ბარსელონას" შემოსავალმა რეკორდული თანხა შეადგინა, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" დაადასტურეს, რომ 2017/18 წლების სეზონში 914 მილიონი ევროთი იხეირა, რაც კლუბის მთელი ისტორიის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია.

2021 წელს, "ლურჯ-ბროწეულისფრები" 1 მილიარდ ევრომდე აპირებენ შემოსავლის გაზრდას.

საინტერესოა, რომ "ბარსელონამ" წინა რეკორდი გასულ წელს დაამყარა - 708 მილიონი, რაც ამჟამინდელ ციფრებზე 200 მილიონით ნაკლებია.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ამ ზაფხულს "ბარსა" ფეხბურთელების გაყიდვით 150 მლნ ევროს გამომუშავებას გეგმავს.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები