ტიაგო ალკანტარამ რეალსა და ბარსელონას შორის არჩევანი გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო ალკანტარამ რეალსა და ბარსელონას შორის არჩევანი გააკეთა


ტიაგო ალკანტარამ რეალსა და ბარსელონას შორის არჩევანი გააკეთა

დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა სამუშაო ადგილს შეიცვლის.

ამ ზაფხულს ესპანელი ჰავბეკი მიუნხენის დატოვებას აპირებს, მისი შეძენით კი მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ინტერესდებიან.

როგორც გერმანულ პრესაში წერენ, ალკანტარას "სამეფო კლუბში" ტრანსფერის ინიციატორი "ბლანკოსის" ახალი მწვრთნელი, ხულენ ლოპეტეგია, რომელიც თავად ფეხბურთელს უკვე ესაუბრა.

გარდა ამისა, "რეალის" წარმომადგენლებმა "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებიც დაიწყეს.

მიუხედავად მადრიდელთა კონკრეტული ინტერესისა, თავად ალკანტარამ მიუნხენური კლუბის ბოსებთან საუბრისას მათ სთხოვა, რომ "რეალში" ტრანსფერი დაბლოკონ და "ბარსელონაში" დაბრუნებაში ხელი შეუწყონ.

მოგეხსენებათ, ტიაგო სწორედ კატალონიური გრანდის აღზრდილია.

არსებული ცნობით, "ბაიერნი" ესპანელი ჰავბეკის სანაცვლოდ 70 მლნ ევროს ითხოვს. 2013 წელს, "რეკორდმაისტერმა" ალკანტარა "ბარსადან" 25 მილიონად იყიდა.

ასევე იხილეთ:

ხორვატიის მწვრთნელი: "საქართველოსთვის ეს დიდებული მესიჯია"

150 მილიონი ევრო! - მორიგი მეგა-ტრანსფერის მოლოდინში

რამდენი გამოიმუშავა იუვენტუსმა რონალდუს მაისურების ონლაინ-გაყიდვის პირველივე დღეს?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები