დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "მირჩევნია გოლი ბოლოს გავიტანოთ, რათა დინამოს შანსები შევუმციროთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "მირჩევნია გოლი ბოლოს გავიტანოთ, რათა დინამოს შანსები შევუმციროთ"


დუნაისკა სტრედას მწვრთნელი:

"დინამო თბილისისა" და "დუნაისკა სტრედას" შორის გასამართი მატჩის წინ კომენტარი სლოვაკური გუნდის თავკაცმა მარკო როსიმ გააკეთა.

"პირველ მატჩში გოლის გასატანად დრო 95 წუთი გვქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, რას ვგეგმავ ამ თამაშში და სწრაფ გოლს გავიტანთ თუ გვიანს.

ისე კი, მირჩევნია, გოლი ბოლოს გავიტანოთ, რადგან შემდეგ დინამოს ანგარიშის გათანაბრების შანსები შევუმციროთ.

შევეცდებით, სლოვაკი გულშემატკივრები სასიამოვნოდ გავაოცოთ. ვიცით, რომ ისინი თბილისში ჩამოდიან. ისინი გამარჯვებით უნდა გავახაროთ. 

ავირჩევთ ტაქტიკას, რომელიც მოცდაზე გათვლილი იქნება და შანსს დაველოდებით. მომზადებულები ვართ, როგორც შეტევის, ისე დაცვითი სტილის სათამაშოდ.

წინა მატჩში ორივე გუნდს გოლების გატანის შანსი გვქონდა. ბოლო წუთზე კი ძალიან გაგვიმართლა, როცა დინამომ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა", - აცხადებს "დუნაისკა სტრედას" მწვრთნელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები