ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა


ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა

უახლოეს პერიოდში, "ლივერპული" ოფიციალურად დაადასტურებს ალისონ ბეიკერის შეძენას.

უცხოური პრესა წერს, რომ იურგენ კლოპის გუნდი 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს იხდის.

ამ ოდენობის თანხა, მეკარეში არასდროს არც ერთ კლუბს არ გადაუხდია.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ზამთარში ვირჯილ ვან დეიკი დაიმატა, რომლის სანაცვლოდაც 80 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადა. ვირჯილი, ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველია.

ამრიგად, "ლივერპულს" გუნდში ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე და მცველი ეყოლება.

გავიხსენოთ 5 მეკარე, რომელთაც სხვადასხვა დროს მეკარეების სატრანსფერო რეკორდი მოხსნეს:

5. ჯანლუკა პალიუკა - სამპდორიადან ინტერში, 7 მილიონი ფუნტი, 1994
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა

4. ანგელო პერუჩი - ინტერიდან ლაციოში, 15.7 მილიონი ფუნტი, 2000
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა

3. ჯანლუიჯი ბუფონი - პარმადან იუვენტუსში, 31 მილიონი ფუნტი, 2001
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა

2. ედერსონი - ბენფიკადან სიტიში, 35 მილიონი ფუნტი, 2017
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა

1. ალისონ ბეკერი - რომადან ლივერპულში, 65 მილიონი ფუნტი, 2018
ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები - ალისონმა პირველი ადგილი დაიკავა

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები