მანჩესტერს ახალი შენაძენი 3 თვით იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერს ახალი შენაძენი 3 თვით იუქმებს


მანჩესტერს ახალი შენაძენი 3 თვით იუქმებს

ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ დიოგო დალოტი გუნდს სექტემბრამდე ვერ დაეხმარება.

ამჟამად, "იუნაიტედი" ლოს ანჯელესში იმყოფება, სადაც 2018-2019 წლების სეზონისთვის ემზადება.

რეალურად, დალოტს "მანჩესტერში" ვარჯიში არც დაუწყია. მან ტრავმა ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა "პორტოს" რიგებში გამოდიოდა.

19 წლის მცველს მუხლი აქვს დაზიანებული და საბოლოოდ სექტემბრის ბოლოსკენ დაბრუნდება. ეს ფაქტი მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები