უემბლი იყიდება - გარი ნევილი წინააღმდეგია: "ეს სანანებელი გახდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უემბლი იყიდება - გარი ნევილი წინააღმდეგია: "ეს სანანებელი გახდება"


უემბლი იყიდება - გარი ნევილი წინააღმდეგია:

"მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი გარი ნევილი "უემბლის" შესაძლო გაყიდვაზე საუბრობს.

"ფულჰემის" მფლობელი, შად ხანი, რომლის ქონებაც 7 მილიარდ დოლარს სცდება, მზად არის "უემბლი" თავისი კლუბისთვის შეიძინოს და მის სანაცვლოდ 600 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

გაცნობებთ, რომ "უემბლის" სტადიონი არც ერთი კერძო პირის საკუთრება არ არის და ის ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას ეკუთვნის.

ეს უკანასკნელი კი ვარიანტებს განიხილავს. მათ სურთ, რომ შად ხანმა 600 მილიონის ნაცვლად 2 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს, ოღონდ 20 წლის განმავლობაში.

"ეს არის შეთანხმება, რომელიც სამომავლოდ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას სანანებელი გაუხდება.

"უემბლი" უზომოდ მიყვარს და მჯერა, რომ ეს ინგლისური ფეხბურთისთვის განსაკუთრებული ადგილია. აქ ეროვნული ნაკრების თამაშები ტარდება", - ამბობს ნევილი.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები