რონალდუ მადრიდში სახლს ყიდის - რა ბედი ელის სასტუმროს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ მადრიდში სახლს ყიდის - რა ბედი ელის სასტუმროს?


რონალდუ მადრიდში სახლს ყიდის - რა ბედი ელის სასტუმროს?

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდში მის კერძო სახლს ყიდის.

პორტუგალიელი ესპანეთში 2009 წლიდან მოღვაწეობდა და იქ 9 წელი გაატარა. მისი სახლი ღია და დახურული აუზით, 7 საძინებლით, ორი მალული გასასვლელით და დიდი ეზოთი იყო.

ასევე, კრიშტიანუმ გემით უკვე გაამგზავრა მისი 20 მანქანა მადრიდიდან ტურინში.

როგორც იცით, მას ესპანეთის საგადასახადო სისტემასთან პრობლემები აქვს და სურს, რომ ესპანეთის ტერიტორიაზე არანაირ ქონებას არ ფლობდეს.

თუმცა, გაცნობებთ, რომ მადრიდში მისი სასტუმრო შენდება და ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას მოუხერხებს მას ფეხბურთელი.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები