მატჩის წინ: გულშემატკივართა მოლოდინი და შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატჩის წინ: გულშემატკივართა მოლოდინი და შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი


მატჩის წინ: გულშემატკივართა მოლოდინი და შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის განმეორებითი მატჩი "დინამო თბილისსა" და "დუნაისკა  სტრედას" შორის შედგება.

მოგეხსენებათ, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი სლოვაკეთში შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა.

ამ შეხვედრისთვის გულშემატკივართა მოლოდინი დიდია. პროცენტულად, ქართული გუნდებიდან ევროტურნირების შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი სწორედ "დინამოს" აქვს.

პირველ მატჩში, "დინამო" გაშვებულ გოლს ბევრჯერ გადარჩა, ბოლოს კი საერთოდ მოგებაც შეეძლოთ, თუმცა რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს.

როგორც თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა აცხადებს, განმეორებით მატჩში მისი გუნდი დაბალანსებულად ითამაშებს და არც თავქუდმოგლეჯილი წინ წავა და არც ბოლომდე დაცვაში ჩაჯდება.

რაც შეეხება "დუნაისკა სტრედას" მწვრთნელს, როსის თქმით, სლოვაკური გუნდი შეტევაში არა 3 ან 4 კაცით, არამედ მთლიანი გუნდით გადავა, თუ რა თქმა უნდა, ამის საჭიროება გახდა.

რაც შეეხება დანაკლისს, ლაშა თოთაძე "დინამოს" დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება. როგორც მწვრთნელი იუწყება, 90 წუთი სათამაშოდ ჯერ ბაქარ ქარდავა მზად არ არის.

"დინამო თბილისი" - "დუნაისკა სტრედა"

დასაწყისი: 19 ივლისი, 21:00 საათი.

ადგილი: თბილისი, "დინამო არენა"

მთავარი მსაჯი: დიმიტარ მეჩკაროვსკი

სავარაუდო შემადგენლობები:

დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლოჩოშვილი, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია, ნინუა, შულაია, ივანიშვილი, კიტეიშვილი, ზივზივაძე.

დუნაისკა სტრედა: მაჩეი, ზაჰუმენსკი, სატკა, ჰუკი, სიმჩაკი, ვიდა, ლიუბიჩიჩი, ჰერცი, კოსტრნა, პაჩინდა, ბაიო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები