რეალი კურტუას ყიდვის შემდეგ ლუნინს გაანათხოვრებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალი კურტუას ყიდვის შემდეგ ლუნინს გაანათხოვრებს


რეალი კურტუას ყიდვის შემდეგ ლუნინს გაანათხოვრებს

"რეალის" ახალწვეულმა, ანდრეი ლუნინმა კარიერა შეიძლება სხვა კლუბში გააგრძელოს, იუწყება Marca.

მადრიდელები 19 წლის გოლკიპერს გაანათხოვრებენ, თუ "ჩელსის" მეკარის, ტიბო კურტუას დამატებას მოახერხებენ.

აქამდე არსებული ცნობით, უკრაინელი კარის დარაჯისთვის "ელჩე" იბრძვის.

ლუნინი "სამეფო კლუბს" "ზარიადან" ამ ზაფხულს 9 მილიონ ევროდ შეუერთდა.

ფეხბურთელს "რეალთან" კონტრაქტის ვადა 6 წელიწადში ეწურება. 19 წლის მეკარემ გასულ სეზონში "ზარიას" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაუშვა და ათჯერ შეინახა კარი მშრალად.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები