ტიაგო მოტა პსჟ-ს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო მოტა პსჟ-ს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია


ტიაგო მოტა პსჟ-ს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია

"პსჟ"-ს ექს-ნახევარმცველი, ტიაგო სილვა პარიზელთა ახალგაზრდული გუნდის (19 წლამდე ფეხბურთელები) მწვრთნელად დანიშნეს, იუწყება კლუბის პრესსამსახური.

იტალიური ფესვების მქონე 35 წლის ბრაზილიელმა გუშინ გამართა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში.

შეგახსენებთ, ჰავბეკმა კარიერა გასული სეზონის დასრულებისთანავე დაასრულა და მწვრთნელობა გადაწყვიტა.

მოტას "ბარსელონაში", "ატლეტიკოში", "ჯენოაში", "ინტერსა" და "პსჟ"-ში უთამაშია. მის ანგარიშზე 27 ტიტულია, აქედან 18 - "პსჟ"-ს მაისურით, რომლის ღირსებასაც 2012 წლიდან იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები