პსჟ-ში ბუფონის შემდეგ შეიძლება დონარუმაც გადავიდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-ში ბუფონის შემდეგ შეიძლება დონარუმაც გადავიდეს


პსჟ-ში ბუფონის შემდეგ შეიძლება დონარუმაც გადავიდეს

"მილანის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა შეიძლება "პსჟ"-ს ფეხბურთელი გახდეს, თუ პარიზელთა მეკარე, ალფონს არეოლა "რომაში" გადავა, წერს ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

რომაელები ალისონის შემცვლელს ეძებენ, რომელიც უახლოეს პერიოდში "ლივერპულთან" კონტრაქტს გააფორმებს.

"მილანი", არ არის გამორიცხული, გოლკიპერის გასხვისებას ფინანსური პრობლემების გამო დათანხმდეს.

თავად დონარუმას ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად სურს მუშაობა, რომელმაც აქამდე "პსჟ"-სთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები