რუგანი ჩელსის უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რუგანი ჩელსის უახლოვდება


რუგანი ჩელსის უახლოვდება

"იუვენტუსის" მცველი, დანიელე რუგანი ამ კვირაში შეიძლება "ჩელსის" ფეხბურთელი გახდეს, იუწყება Football Italia.

სავარაუდოდ, 23 წლის იტალიელი ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ტრანსფერი "არისტოკრატებს" 50 მილიონი ევრო დაუჯდებათ, თავად მცველის ყოველწლიური ანაზღაურება კი დაახლოებით 4 მილიონი ფუნტი იქნება.

გასულ სეზონში რუგანიმ "იუვეს" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები