არსენალი კომანს უმიზნებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი კომანს უმიზნებს


არსენალი კომანს უმიზნებს

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, კინგსლი კომანმა კარიერა შეიძლება "არსენალში" გააგრძელოს, იუწყება BeIN Sports.

22 წლის ფრანგით მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერია დაინტერესებული, რომელმაც ცოტა ხნის წინ "მეთოფეები" ჩაიბარა.

ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ თითქმის 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.

კომანს "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში კინგსლიმ ბუნდესლიგაში 21 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები