რომამ ალისონის შემცვლელი იპოვნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომამ ალისონის შემცვლელი იპოვნა


რომამ ალისონის შემცვლელი იპოვნა

"რომა" აქტიურად ეძებს ახალ გოლკიპერს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, "ლივერპულში" გადასულ ალისონს შეცვლის.

ბრაზილიელის ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატი "კოპენჰაგენის" მეკარე, რობინ ოლსენია, წერს Il Tempo.

გარდა ამისა, "რომა" "პსჟ"-ს კარის დარაჯის, ალფონს არეოლას ან "ბარსელონას" მეკარის, იასპერ სილესენის შეძენის შესაძლებლობასაც განიხილავს.

გასულ სეზონში ოლსენმა ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები