222 ევროპულ კლუბზე უკეთესი მაჩვენებელი - რეალის ჩინებული სატრანსფერო პოლიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

222 ევროპულ კლუბზე უკეთესი მაჩვენებელი - რეალის ჩინებული სატრანსფერო პოლიტიკა


222 ევროპულ კლუბზე უკეთესი მაჩვენებელი - რეალის ჩინებული სატრანსფერო პოლიტიკა

2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული "რეალმა" ახალი ფეხბურთელების შეძენაში 371,25 მილიონი ევრო დახარჯა, ხოლო ფეხბურთელების გაყიდვით 426,85 მილიონი გამოიმუშავა.

ასე და ამგვარად, მადრიდელთა სუფთა მოგებამ 55,6 მილიონი შეადგინა.

როგორც გავლენიანი გამოცემა El Mundo Deportivo იტყობინება, ამ მაჩვენებლით "რეალი" 222 ევროპულ კლუბზე მაღლა დგას.

ევროპაში აღნიშნულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ყველაზე უარყოფითი შედეგი "მანჩესტერ სიტის" აქვს (- 644,83 მლნ).

მოგეხსენებათ, 2014 წლის შემდეგ "რეალმა" ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2015/16, 2016/17 და 2017/18).

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები