მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი Forbes-ის ვერსიით » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი Forbes-ის ვერსიით


მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბი Forbes-ის ვერსიით

ავტორიტეტულმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ NFL-ის (ამერიკული ფეხბურთი) კლუბმა, "დალას კოვბოიზმა" ზედიზედ მესამედ დაიკავა აღნიშნულ რეიტინგში პირველი ადგილი.

"დალას კოვბოიზის" ღირებულებამ ერთ წელიწადში 600 მილიონი დოლარით მოიმატა და ამჟამად 4,8 მილიარდს შეადგენს.

რეიტინგში მეორე ადგილი "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიკავა - 4,123 მილიარდი დოლარი. მესამე ადგილზეა "რეალი" - 4,088 მილიარდი.

გარდა ამისა, პირველ ათეულში მოხვდნენ: "ბარსელონა" (4,064 მლრდ), "ნიუ იორკ იანკიზი" (ბეისბოლი, 4 მლრდ), "ნიუ ინგლენდ პეტრიოტსი" (NFL, 3,7), "ნიუ იორკ ნიქსი" (NBA, 3,6 მლრდ), "ლეიკერსი" (NBA, 3,3 მლრდ), "ნიუ იორკ ჯაიენტსი" (NFL, 3,3 მლრდ), "გოლდენ სტეიტი" (NBA, 3,1 მლრდ) და "ვაშინგტონ რედსკინსი" (NFL, 3,1 მლრდ).

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები