კავანი ნაპოლიში? - ნეაპოლელთა პრეზიდენტის შვილის განცხადება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კავანი ნაპოლიში? - ნეაპოლელთა პრეზიდენტის შვილის განცხადება


კავანი ნაპოლიში? - ნეაპოლელთა პრეზიდენტის შვილის განცხადება

ლუიჯი დე ლაურენტისმა, "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის შვილმა, აღნიშნა, რომ გუნდში ფორვარდ ედინსონ კავანის დაბრუნება უნდა, რომელიც ამჟამად "პსჟ"-ს ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, ურუგვაელი ნეაპოლელთა რიგებში 2010 წლიდან 2013 წლამდე ირიცხებოდა.

დე ლაურენტისმა აქამდე თქვა, რომ კავანის ხელფასის დაკლებაზე მოუწევს დათანხმება, თუ დაბრუნება უნდა.

"როგორც ფანს, კავანის "ნაპოლიში" ხილვა მსურს. ჩვენთვის ნამდვილი გმირი იყო და გმირად დარჩა კიდეც მას შემდეგ, რაც ქალაქი დატოვა".

"ვნახოთ, რა მოხდება სატრანსფერო ბაზარზე. ანჩელოტი გუნდს ახალი თავგადასავლისთვის ამზადებს", - ციტირებს ლუიჯის სიტყვებს Corriere dello Sport.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები