სამტრედია ევრო ტურნირებს დაემშვიდობა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სამტრედია ევრო ტურნირებს დაემშვიდობა


სამტრედია ევრო ტურნირებს დაემშვიდობა

საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ევროპა ლიგას გამოეთიშა.

დღეს, სამტრედიელები სტუმრად ყაზახურ "ტობოლთან" 2:0 დამარცხდნენ. პირველი შეხვედრა საქართველოში კი მათ 1:0 დათმეს.

ამრიგად, "სამტრედია" ევროპა ლიგის გარეშე დარჩა.

გუშინ, ჩემპიონთა ლიგას ქუთაისის "ტორპედო" გამოეთიშა, რომელიც ევროპა ლიგაზე გადავიდა.

21:00 საათზე "დინამო" "დუნაისკას" "დინამო არენაზე" მიიღებს. პირველი შეხვედრა სტუმრად 1:1 დასრულდა და შესაბამისად, თბილისურ გუნდს ფრე 0:0-იც აწყობს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, რადგან სტუმრად გატანილი გოლი აქვს.

ასევე, "ჩიხურა" 21:45 საათზე, ისრაელში "ბეითარ ტრამპ იერუსალიმს" შეხვდება. პირველი შეხვედრა თბილისში 0:0 დასრულდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები