ტევესმა არგენტინის ნაკრებს მწვრთნელი ურჩია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტევესმა არგენტინის ნაკრებს მწვრთნელი ურჩია


ტევესმა არგენტინის ნაკრებს მწვრთნელი ურჩია

არგენტინის ნაკრების ექს-თავდამსხმელი, კარლოს ტევესი მიიჩნევს, რომ ხოსე პეკერმანი ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად უნდა დანიშნონ.

მოგეხსენებათ, "ალბისელესტეს" თავკაცის პოსტი, რომელსაც აქამდე ხორხე სამპაოლი იკავებდა, 2018 წლის მუნდიალზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ ვაკანტურია.

ცნობისთვის, პეკერმანი არგენტინელებს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წვრთნიდა. გერმანიაში არგენტინელები 1/4 ფინალში გავიდნენ.

რუსეთში გამართულ მუნდიალზე პეკერმანი კოლუმბიის ნაკრებს ედგა სათავეში, რომელიც, არგენტინის მსგავსად, 1/8 ფინალიდან გამოეთიშა ტურნირს - კოლუმბიელები პენალტების სერიაში ინგლისმა დაამარცხა.

"ჩემი აზრით, ხოსესთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მიღწევასთან ყველაზე ახლოს ვიყავით", - აცხადებს ტევესი ESPN-სთან საუბრისას.

"მეოთხედფინალში გერმანია რომ დაგვემარცხებინა, შეგვეძლო ჩემპიონები გავმხდარიყავით. თუმცა, პენალტების სერიაში დავმარცხდით".

"პეკერმანმა ბევრი რამ მასწავლა, მისი მადლიერი ვარ. ჩემი აზრით, ხოსე ის ადამიანია, რომელსაც ადვილად შეუძლია არგენტინის ნაკრების გაწვრთნა. ყველაფერი ესმის", - დასძინა კარლოსმა.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები