რონალდუ მესისთან დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ მესისთან დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს


რონალდუ მესისთან დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესისთან დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

პორტუგალიელის თქმით, უბრალოდ ცდილობს მაქსიმალური შედეგები დადოს.

"მესი? სხვა ფეხბურთელებთან დაპირისპირება არ მაქვს და არც არასოდეს მქონია. ეს უბრალოდ არ შეესაბამება ფეხბურთზე ჩემს წარმოდგენას", - ციტირებს რონალდუს სიტყვებს O Jogo.

"იუვენტუსი" თითოეული თამაშის მოგებას ეცდება, ვეცდებით მაქსიმალურ სტაბილურობას მივაღწიოთ. თუმცა, ამას არ განვიხილავთ ისე, როგორც სხვა ფეხბურთელებთან დაპირისპირებას".

"ნაპოლის" ან "მილანის" ფეხბურთელები თავიანთი გუნდების ღირსებას დაიცავენ. მხოლოდ სეზონის ბოლოს ვნახავთ, თუ ვინ იყო უკეთესი", - დასძინა კრიშტიანუმ.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები