რეალს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რეალს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს


რეალს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ ამ ზაფხულს "რეალს" კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს.

ასე და ამგვარად, მომავალ სეზონს მადრიდელთა მცველი, ტეო ერნანდესი სხვა კლუბის რიგებში გაატარებს.

"სამეფო კლუბმა" ტეო გასულ ზაფხულს შეიძინა, მაგრამ 2017/18 წლების სეზონის დიდი ნაწილი ფრანგმა სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ვერ მოახერხა თავის გამოჩენა იმ მატჩებში, რომლებშიც შანსი მიეცა.

არსებული ცნობით, "რეალში" ერნანდესის გაყიდვა გადაწყვიტეს, რადგან კლუბის სამომავლო გეგმებში იგი აღარ შედის. მიუხედავად ამისა, მადრიდელებს გრძელვადიან პერსპექტივაში ფეხბურთელის სჯერათ, ამიტომაც კონტრაქტში უკან გამოსყიდვის პუნტი ჩაიდება.

ტეოს ახალი კლუბი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

გასულ სეზონში ერნანდესმა ლა ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები