როსელი: "ციხეში იმის გამო ჩამსვეს, რომ ბარსელონას პრეზიდენტი ვიყავი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

როსელი: "ციხეში იმის გამო ჩამსვეს, რომ ბარსელონას პრეზიდენტი ვიყავი"


როსელი:

"ბარსელონას" ექს-პრეზიდენტი, სანდრო როსელი მიიჩნევს, რომ ციხეში კატალონიურ გრანდში მუშაობის გამო ჩასვეს.

53 წლის ფუნქციონერი 15 მილიონი ევროს გათეთრებაში დაადანაშაულეს. გამოძიების თანახმად, როსელი 2007 წლიდან 2011 წლამდე თაღლითობდა, 2017 წელს კი დააკავეს.

"ბარსელონას" პრეზიდენტი რომ არ ვყოფილიყავი, ახლა ციხეში არ ვიქნებოდი. ეს ყველაფერი კატალონიურ გრანდში მუშაობის გამო მოხდა. ხელისუფლება იძიებს საქმეს, რომელიც ჯერ კიდევ 12 წლის წინ სხვა ქვეყანაში მოხდა".

"თუმცა, უკანონო არაფერი გამიკეთებია, მთელი ეს სიტუაცია აბსურდია. ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ, ჩემი ღირსებისთვის ვიბრძოლებ და ჩემს ოჯახს ბარსელონაში ცხოვრებას დავუბრუნებ", - ციტირებს როსელის სიტყვებს El Mundo.

ასევე იხილეთ:

საქართველოსთან დამარცხებული ვიცე-ჩემპიონები - რა შემადგენლობით იყო ხორვატია თბილისში?

საფრანგეთის ნაკრების მოთამაშეები და მათი ისტორიული წარმომავლობა

მსოფლიო ჩემპიონატი 2018 - 11 ყველაზე ცუდი ფეხბურთელი


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები