დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "ბოლო წუთზე გატანილი გოლებით ცოტა გაგვიმართლა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დუნაისკა სტრედას მწვრთნელი: "ბოლო წუთზე გატანილი გოლებით ცოტა გაგვიმართლა"


დუნაისკა სტრედას მწვრთნელი:

"დინამო თბილისისა" და "დუნაისკა სტრედას" შორის გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი სლოვაკური გუნდის თავკაცმა მარკო როსიმ გააკეთა.

"მატჩი ძალიან მძიმედ დავიწყეთ. მეტოქე პრესინგს თამაშობდა. ტაიმის ბოლოს კი გოლი სტანდარტულიდან გავუშვით და პირველი ტაიმი წავაგეთ, წავაგეთ სრულად დამსახურებულად.

მეორე ტაიმი განსხვავებული იყო. ჩვენს თავში ძალები ვიპოვეთ. პატარა შეცდომები გვქონდა, თუმცა გული და სული ჩავდეთ და მოვიგეთ.

შეიძლება ითქვას, ბოლო წუთზე გატანილი გოლებით ცოტა გაგვიმართლა, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.

ეს ჩემი გუნდისთვის ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან დუნაისკა სტრედა ევროტურნირებზე ძალიან დიდი ხანია არ გასულა

პირველი ტაიმის შემდეგ, ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დაცვიდან თამაში არ გამოდიოდა და უნდა შეეტიათ. რაც მთავარია, მეორე ნახევარში ისინი ძალიან თავდაჯერებულები გამოვიდნენ.", - აცხადებს სლოვაკური გუნდის მწვრთნელი.

ცნობილია, რომ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, როსი გუნდიდან წავიდა და უნგერის ნაკრებს ჩაიბარებს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები