კახა კაჭარავა: "ფაქტობრივად, გოლები ჩვენს კარში გავიტანეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კახა კაჭარავა: "ფაქტობრივად, გოლები ჩვენს კარში გავიტანეთ"


კახა კაჭარავა:

"დინამო თბილისისა" და "დუნაისკა სტრედას" დაპირისპირების შემდეგ კომენტარი თბილისური გუნდის თავკაცმა კახა კაჭარავამ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ჩვენი სრული უპირატესობა იყო, მეორე ტაიმში კი ბიჭები ცოტა დაიბნენ. ფაქტობრივად, გოლები ჩვენს კარში გაიტანეს.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, მათ ყველაფერი გააკეთეს და იბრძოლეს, თუმცა წაგება გამოუცდელობის ბრალი იყო. თამაში ჩაგდებით წავაგეთ.

შეცვლებზე თავდამსხმელები იმიტომ გამოვიყვანეთ, რომ წინა ხაზში მყოფი ფეხბურთელები დაიღალნენ და ბურთი წინ საერთოდ არ ადიოდა.

თამაში ისე უნდა გაგვეგრძელებინა, როგორც პირველ ტაიმში. ჩამჯდარი ფეხბურთი ნამდვილად არ ვითამაშეთ. მეტოქემ კარში მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა - 2-ჯერ მცველების შეცდომით, 2-ჯერ კი თავით.

თამაშის დამთავრების შემდეგ კი ყოველთვის ვერიდები, რომ ბიჭებს რამე ვუთხრა ხოლმე. ყველაზე მეტად ამ მარცხს ისინი განიცდიან და ჯობია, დასკვნები მაშინ გამოვიტანოთ, როცა ნერვიულობა გაივლის" - აცხადებს კაჭარავა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები