ლა ლიგის პრეზიდენტი: "პსჟ-ს ფეირ პლეის ოინები აქვს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლა ლიგის პრეზიდენტი: "პსჟ-ს ფეირ პლეის ოინები აქვს"


ლა ლიგის პრეზიდენტი:

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი "პარი სენ ჟერმენს" კვლავ აკრიტიკებს.

ესპანელი ამბობს, რომ ფრანგული გუნდი უეფას სატრანსფერო ფეირ პლეის წესებს კვლავ არღვევს და უკვე თავისი ოინებიც აქვს.

"თუ საჭირო გახდა, შემიძლია ღიად ვისაუბრო იმ ოინების შესახებ, რომელთაც "პარი სენ ჟერმენი" უეფას ფეირ პლეის წესების დასარღვევად იყენებს.

ჩემთვის ოდნავ უცნაურია ის ფაქტი, რომ ლიგა 1-ის დონის ჩემპიონატში ხდება მსგავსი რამ და ფედერაცია არ რეაგირებს.

ყველა ქვეყნის ფედერაცია ვალდებულია, რომ ევროპული ფეხბურთის წესები დაიცვას და შესაბამისად აკონტროლოს", - განაცხადა ტებასმა.

ასევე იხილეთ:

როგორ დატროლა იუვენტუსმა რონალდუს ტრანსფერით ინტერი და ნაინგოლანი?

10 კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

როგორი იქნება რეალის შემადგენლობა შემდეგ სეზონში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები