ნეიმარმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა


ნეიმარმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

იყო საუბრები, თითქოს კრიშტიანო რონალდუს წასვლის შემდეგ, მადრიდის "რეალში" ნეიმარი ითამაშებდა.

თუმცა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უარჰყო და თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ვადასტურებ, რომ პსჟ-ში ვრჩები. ამ გუნდთან კონტრაქტი მაქვს. თავი ჯერ ბოლომდე არ ამომიწურავს და ვეცდები, მომდევნო სეზონი წარმატებულად ჩავატარო და გოლები გავიტანო.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჭორი იწერება, თუმცა ეს მხოლოდ ჭორებია. ყველამ კარგად იცის, თუ როგორი კარგი დამოკიდებულება მაქვს პსჟ-ს მიმართ", - აცხადებს ნეიმარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები