სანჩესი დაიკარგა - მოურინიო ჩილელ შემტევს ვერსად პოულობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სანჩესი დაიკარგა - მოურინიო ჩილელ შემტევს ვერსად პოულობს


სანჩესი დაიკარგა - მოურინიო ჩილელ შემტევს ვერსად პოულობს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ის თავის ფეხბურთელს ალექსის სანჩესს ვერ პოულობს.

"ნამდვილად არ ვიცი, სად არის ახლა სანჩესი. არ ვიცი, ის კალიფორნიაში გაფრინდა, თუ კვლავ მანჩესტერშია, თუმცა არაუშავს, გუნდთან ერთად რაშფორდი და ლუკაკუ არიან.

აქ იმას არ აქვს მნიშვნელობა, შეუძლია თუ არა სანჩესს თამაში. აუცილებელია, რომ ის გუნდთან ერთად იყოს ისე, როგორც სხვა ფეხბურთელები არიან", - ამბობს მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერი" კალიფორნიაში მიემგზავრება და პირველ ამხანაგურ მატჩს 22 ივლისს, "სან ხოსესთან" გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები