ვენგერმა შეიძლება იაპონიის ნაკრები გაწვრთნას » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვენგერმა შეიძლება იაპონიის ნაკრები გაწვრთნას


ვენგერმა შეიძლება იაპონიის ნაკრები გაწვრთნას

იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შეიძლება არსენ ვენგერი გახდეს, წერენ ბრიტანულ პრესაში.

მოგეხსენებათ, აქამდე, ფრანგმა სპეციალისტმა "არსენალი" დატოვა.

Daily Mail-ის ცნობით, იაპონიის ფეხბურთის ფედერაცია ფრანგს აღნიშნული თანამდებობის დაკავების ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ვენგერით ჩინური კლუბები ინტერესდებოდნენ.

არსენს იაპონიაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს - იგი "ნაგოია გრამპუს ეიტს" ედგა სათავეში და ამ გუნდთან ერთად იმპერატორის თასი და იაპონიის სუპერთასი მოიგო.

68 წლის არსენ ვენგერი "არსენალს" 1996 წლიდან 2018 წლამდე ედგა სათავეში. "მეთოფეებმა" მისი ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონატი სამჯერ, ხოლო ქვეყნის თასი შვიდჯერ მოიგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები