პავარი ბაიერნს უახლოვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პავარი ბაიერნს უახლოვდება


პავარი ბაიერნს უახლოვდება

"შტუტგარტის" მცველი, ბენჟამენ პავარი "ბაიერნს" კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, წერს SWR Sport.

თავდაპირველად იწერებოდა, რომ 22 წლის ფრანგი მიუნხენელებს 2019 წელს შეუერთდებოდა, მაგრამ მუნდიალზე ფეხბურთელის წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, სადაც საფრანგეთის ნაკრები ჩემპიონი გახდა, "რეკორდმაისტერმა" მისი შეძენა ამ ზაფხულსვე გადაწყვიტა.

აქამდე არსებული ცნობით, ფრანგით "პსჟ", "ტოტენჰემი" და "ატლეტიკოც" ინტერესდებიან.

გასულ სეზონში პავარმა "შტუტგარტის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები