ვიდა პრემიერ ლიგის კლუბში გადადის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიდა პრემიერ ლიგის კლუბში გადადის


ვიდა პრემიერ ლიგის კლუბში გადადის

"ბეშიქთაშისა" და ხორვატიის ნაკრების მცველი, დომაგოი ვიდა "ვესტ ჰემში" გადასვლასთანაა ახლოს, წერს Milliyet.

ლონდონური კლუბი 29 წლის ხორვატში 22 მილიონ ევროს იხდის.

მიუხედავად ამისა, "ბეშიქთაში" ფეხბურთელში 35 მილიონს ითხოვს.

აქამდე არსებული ცნობით, მცველისთვის "ევერტონი" და "ლივერპულიც" იბრძვიან.

2018 წლის მუნდიალზე ვიდამ 6 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ხორვატიის ნაკრებთან ერთად იგი ტურნირის ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები