ლესტერი ლივერპულის მეკარეს ყიდულობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლესტერი ლივერპულის მეკარეს ყიდულობს


ლესტერი ლივერპულის მეკარეს ყიდულობს

"ლესტერმა" "ლივერპულის" გოლკიპერის, დენი უორდის ტრანსფერი შეათანხმა.

როგორც Sky Sports იტყობინება, "მელიებს" მერსისაიდელთა მეკარის ტრანსფერი 10 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ. თუმცა, აღინიშნება, რომ 25 წლის უელსელს "ლესტერი" კასპერ შმეიხელის შემცვლელად არ იმატებს.

უორდი "ლივერპულს" 2012 წლის იანვარში შეუერთდა, მაგრამ პირველ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაუშვა.

2016/17 წლების სეზონი მეკარემ იჯარის წესით "ჰადერსფილდში" გაატარა - 46 მატჩი, 55 გაშვებული გოლი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები