ნიუკასლს ლივერპულის თავდამსხმელის დამატება სურს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნიუკასლს ლივერპულის თავდამსხმელის დამატება სურს


ნიუკასლს ლივერპულის თავდამსხმელის დამატება სურს

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, დივოკ ორიჯიმ მომავალი სეზონი შეიძლება "ნიუკასლ იუნაიტედში" გაატაროს, იუწყება Liverpool Echo.

"კაჭკაჭები" ბელგიელი ფორვარდის იჯარის წესით დამატებით არიან დაინტერესებულნი.

არენდის ინიციატორი გუნდის მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესია, რომელიც ფიქრობს, რომ ფორვარდი გუნდს გააძლიერებს.

როგორც აღინიშნება, "ნიუკასლს" ორიჯის დამატება ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ ფეხბურთელმა "ვოლფსბურგში" გადასვლა გადაწყვიტა.

ორიჯი "ლივერპულს" 2014 წელს "ლილიდან" შეუერთდა, სადაც კარიერა დაიწყო. გასულ სეზონში 23 წლის შემტევმა "ვოლფსბურგის" მაისურით ბუნდესლიგაში 31 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები