ოჩოა შეიძლება ნაპოლიში ვიხილოთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ოჩოა შეიძლება ნაპოლიში ვიხილოთ


ოჩოა შეიძლება ნაპოლიში ვიხილოთ

მექსიკის ნაკრების გოლკიპერმა, გილერმო ოჩოამ კარიერა შეიძლება "ნაპოლიში" გააგრძელოს, წერს TMW.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, ნეაპოლელები მექსიკის ნაკრების ძირითად კიპერში მხოლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ამ ეტაპზე, სამხრეთამერიკელი მეკარე ბელგიურ "სტანდარდს" ეკუთვნის.

იტალიურ პრესაში იუწყებიან, რომ ბელგიურმა კლუბმა "ნაპოლის" გოლკიპერი შესთავაზა, მაგრამ გუნდის ბოსებს ჯერ კიდევ არ გადაუწყვიტავთ, ღირს თუ არა ოჩოას დამატება.

33 წლის კარის დარაჯი 2018 წლის მუნდიალზე მექსიკის ნაკრების ძირითადი კიპერი გახლდათ. მექსიკელები ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები