ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს რეალიდან წასვლის მიზეზი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს რეალიდან წასვლის მიზეზი დაასახელა


ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს რეალიდან წასვლის მიზეზი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ "რეალის" ექს-თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატი ქვეყანაში არსებული მაღალი საგადასახადო განაკვეთის გამო დატოვა.

მოგეხსენებათ, 33 წლის პორტუგალიელი 10 ივლისს "იუვენტუსის" ფეხბურთელი გახდა, ტურინულ კლუბთან მან 4-წლიან კონტრაქტი გააფორმა.

"ესპანეთის საგადასახადო განაკვეთთან შედარებით, იტალიაში რონალდუ მეტს გამოიმუშავებს", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.

"წამგებიან მდგომარეობაში ვართ. გადასახადების თვალსაზრისით, ტოპ-ლიგებიდან ესპანეთი ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან აქ ფეხბურთელები დიდ თანხას კარგავენ".

"ამ პრობლემაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან ამან შეიძლება ჩემპიონატის პოტენციალს დიდი დარტყმა მიაყენოს", - დასძინა ხავიერმა.

რონალდუ "რეალში" 2009 წლიდან 2018 წლამდე ირიცხებოდა. მადრიდული კლუბის რიგებში კრიშტიანუ ესპანეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა, ჩემპიონთა ლიგა კი ოთხჯერ მოიგო.

ასევე იხილეთ:

როგორ დატროლა იუვენტუსმა რონალდუს ტრანსფერით ინტერი და ნაინგოლანი?

10 კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

როგორი იქნება რეალის შემადგენლობა შემდეგ სეზონში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები