ჩელსის ნახევარმცველი სერია ა-ში ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჩელსის ნახევარმცველი სერია ა-ში ითამაშებს


ჩელსის ნახევარმცველი სერია ა-ში ითამაშებს

"ჩელსის" ნახევარმცველი, ჟერემი ბოგა "სასუოლოსთან" გააფორმებს კონტრაქტს, იუწყება ავტორიტეტული გამოცემა Goal.com.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 წლის კოტ'დივუარელი იტალიურ კლუბში გადაბარგების წინ სამედიცინო შემოწმებას გადის.

ტრანსფერი იტალიელებს 4,5 მილიონი ევრო დაუჯდებათ. "ჩელსის" ფეხბურთელის უკან შესყიდვის უფლება ექნება.

ბოგა "ჩელსიში" 2014 წელს გადავიდა და მას შემდეგ "არისტოკრატთა" პირველ გუნდში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

გასული სეზონი ახალგაზრდა აფრიკელმა იჯარის წესით "ბირმინგემში" გაატარა (34 მატჩი).

ასევე იხილეთ:

როგორ დატროლა იუვენტუსმა რონალდუს ტრანსფერით ინტერი და ნაინგოლანი?

10 კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს

როგორი იქნება რეალის შემადგენლობა შემდეგ სეზონში?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები