რა ვარიანტები დარჩა პერესს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რა ვარიანტები დარჩა პერესს?


რა ვარიანტები დარჩა პერესს?

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ნახევარი უკვე მიიწურა და საფეხბურთო პუბლიკა "რეალის" მეგა ტრანსფერის მოლოდინშია.

კლუბი კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა და ახლა ფლორენტინო პერესი შემტევის ყიდვაზე მუშაობს.

დღეს, ნეიმარმა განაცხადა, რომ ის არსად წასვლას არ გეგმავს. გასულ კვირას, მსგავსი რამ კილიან მბაპემ თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლორენტინო პერესს ახალ ვარიანტებზე მუშაობა მოუწევს.

ყველაზე ხშირად "რეალს" მაურო იკარდისა და ედენ აზარს უკავშირებენ.

აზარის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონი ევროა, თუმცა "ჩელსის" მისი გაშვება არ სურს.

რაც შეეხება იკარდის, მისი ღირებულება გაცილებით ნაკლები იქნება, თუმცა საკითხავი ისაა რამდენად ძალუძს არგენტინელს რონალდუს შეცვლა.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები