"არაგონესმაც ევროპის ჩემპიონატის დროს გააფორმა კონტრაქტი სხვა კლუბთან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"არაგონესმაც ევროპის ჩემპიონატის დროს გააფორმა კონტრაქტი სხვა კლუბთან"



ალბერტ სელადესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია დატოვა და უფროსის ლუის რუბიალესის წინააღმდეგ გამოვიდა.

რუბიალესმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ხულენ ლოპეტეგი დაითხოვა, რადგან მან "რეალთან" წინასწარი შეთანხმება დადო, როდესაც ესპანეთის ნაკრებს უძღვებოდა.

სელადესი იხსენებს, რომ ზუსტად მსგავსი რამ 2008 წელს ლუის არაგონესმაც გააკეთა, თუმცა ის ნაკრებიდან არ დაუთხოვიათ.

"ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, უზომოდ ბევრ ფეხბურთელსა და მწვრთნელს აქვს შეთავაზება.

2008 წელს, ლუის არაგონესმა, ევროპის ჩემპიონატის დროს შეათანხმა ახალ კლუბთან პირობები", - იხსენებს სელადესი.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს არაგონესი ესპანეთს წვრთნიდა და ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, შემდეგ კი "ფენერბაჰჩეში" წავიდა.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები