Sky Sports: ჩელსი იგუაინთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

Sky Sports: ჩელსი იგუაინთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს


Sky Sports: ჩელსი იგუაინთან მოლაპარაკებებს უკვე მართავს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ლონდონის "ჩელსი" გონსალო იგუაინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ლონდონური გუნდი ფორვარდის ძიებაშია და მათ არჩევანი არგენტინელზე შეაჩერეს.

"იუვენტუსმა" რონალდუ დაიმატა, რომელმაც შესაძლოა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ითამაშოს და ამ შემთხვევაში იქ იგუაინის ადგილი აღარ იქნება.

2016 წელს, ტურინულმა გუნდმა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადა.

ამის შემდეგ, მან 105 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 55 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები