სელტამ საუთჰემპტონის ნახევარმცველი ინათხოვრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სელტამ საუთჰემპტონის ნახევარმცველი ინათხოვრა


სელტამ საუთჰემპტონის ნახევარმცველი ინათხოვრა

"საუთჰემპტონის" ნახევარმცველი, სოფიან ბუფალი "სელტაში" იჯარის წესით გადავიდა.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

არსებული ცნობით, "სელტას" ფეხბურთელის კონტრაქტის შესყიდვის უფლება სეზონის ბოლომდე ექნება.

24 წლის მაროკოელმა გასულ სეზონში "წმინდანების" რიგებში 30 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები