მანჩესტერ სიტიში მაჰრეზის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მანჩესტერ სიტიში მაჰრეზის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა


მანჩესტერ სიტიში მაჰრეზის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა

დღეს გამთენიისას, გაიმართა ძალიან საინტერესო ამხანაგური შეხვედრა "მანჩესტერ სიტისა" და "დორტმუნდს" შორის.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრ​ძოლაში მიდიოდა. 28-ე წუთზე, "სიტის" კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად მარიო გიოტცემ შეასრულა.

მეორე ტაიმში კი პეპ გვარდიოლას გუნდი გააქტიურდა, თუმცა ვერაფერს გახდა და პირველი ამხანაგური შეხვედრა 1:0 წააგო.

წარუმატებელი გამოდგა რიად მაჰრეზის დებიუტი, რომელიც "სიტის" ძირითად შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მანჩესტერელთა კარში ჯო ჰარტი დადგა, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში, ბრავოს ნაცვლად გამოჩნდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები