ტოტი ალისონის ლივერპულში გადასვლას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტოტი ალისონის ლივერპულში გადასვლას გამოეხმაურა


ტოტი ალისონის ლივერპულში გადასვლას გამოეხმაურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან ბრაზილიელი მეკარე ალისონი "ლივერპულის" კარს დაიცავს.

"რომას" აწ უკვე ყოფილი კიპერის მერსესაიდში გადასვლას ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი გამოეხმაურა.

"ალისონი ლივერპულში? მათ ისეთი შეთავაზება გააკეთეს, რომ წარმოუდგენელი იყო, უარი გვეთქვა და ალისონი რომაში დარჩენილიყო.

ვწუხვარ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გავუშვით, მაგრამ ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომა უკეთესი გუნდი გავხადოთ", - ამბობს ტოტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები