კანტე პსჟ-ს შეუთანხმდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კანტე პსჟ-ს შეუთანხმდა


კანტე პსჟ-ს შეუთანხმდა

"ჩელსის" ნახევარმცველი, ნ'გოლო კანტე "პსჟ"-ს პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა, წერენ ფრანგულ პრესაში.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, კლუბები კომპრომისს ვერ აღწევენ.

როგორც Le Parisien იუწყება, ფრანგს იმ გუნდში უნდა თამაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. სწორედ ეს გახლავთ სამუშაო ადგილის შეცვლის სურვილის მთავარი მიზეზი.

თუმცა, ტრანსფერი ჯერ ვერ განხორციელდება - პარიზელებს ფინანსურ ფეირ პლეისთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ზემოთაღნიშნული გამოცემის თანახმად, კანტეს შესაძენად "პსჟ"-მ გრეგორ კრიხოვიაკი, გონსალო გედეში, ხესე როდრიგესი, ანხელ დი მარია და ალფონს არეოლა უნდა გაყიდოს.

გასულ სეზონში 27 წლის ფრანგმა "ჩელსის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იგი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები