მილანი ბენზემას ტრანსფერზე მუშაობს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მილანი ბენზემას ტრანსფერზე მუშაობს


მილანი ბენზემას ტრანსფერზე მუშაობს

"მილანმა" "რეალის" ფორვარდ კარიმ ბენზემას წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, წერენ იტალიურ პრესაში.

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ფეხბურთელის წარმომადგენლები ორშაბათს "როსონერის" მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოსა და კლუბის სპორტულ დირექტორ მასიმილიანო მირაბელის ესაუბრნენ.

თავად ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ "რეალი" მას გაუშვებს. "მილანი" მზადაა მას "3+1" სქემიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში ხელფასსი სახით ცხრა მილიონი ევრო უხადოს.

30 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში "რეალის" რიგებში 47 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები