რომამ ალისონის შემცვლელს მიაგნო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომამ ალისონის შემცვლელს მიაგნო


რომამ ალისონის შემცვლელს მიაგნო

"კოპენჰაგენისა" და შვედეთის ნაკრების მეკარე, რობინ ოლსენი "რომას" ინტერესთა სფეროში მოექცა, იუწყება La Gazzetta dello Sport.

იტალიური გამოცემის თანახმად, თავად 28 წლის გოლკიპერმა ტრანსფერზე წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა.

ახლა კი, მხარეებს ისღა დარჩენიათ ტრანსფერის ფინანსური დეტალები შეათანხმონ.

"რომა" ოლსენს ალისონის შემცვლელად განიხილავს, რომელიც გუშინ "ლივერპულში" 62,5 მილიონ ევროდ გადავიდა.

გასულ სეზონში "კოპენჰაგენის" მეკარემ საკლუბო დონეზე 36 მატჩი ჩაატარა და 42 გოლი გაუშვა.

2018 წლის მუნდიალზე ოლსენი შვედებს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც მისი გუნდი ინგლისთან (0:2) დამარცხდა. რუსეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან 4 გოლი გაუშვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები