ევერტონმა 50 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ევერტონმა 50 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი შეათანხმა


ევერტონმა 50 მილიონ ფუნტიანი ტრანსფერი შეათანხმა

"ევერტონმა" პრაქტიკულად შეათანხმა "უოტფორდის" გარემარბის, რიშარლისონის ტრანსფერი, იუწყება BBC.

გავლენიანი გამოცემის თანახმად, "კანფეტები" 21 წლის ბრაზილიელში 50 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

რიშარლისონი "უოტფორდში" 2017 წლის ზაფხულში "ფლუმინენსედან" 11 მილიონ ფუნტად გადავიდა.

გასულ სეზონში ახალგაზრდა გარემარბმა პრემიერ ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები