ბარსელონამ თვალი სენეგალის ნაკრების მცველს დაადგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ თვალი სენეგალის ნაკრების მცველს დაადგა


ბარსელონამ თვალი სენეგალის ნაკრების მცველს დაადგა

"ბარსელონა" ბელგიური "ეუპენისა" და სენეგალის ნაკრების მცველის, მუსა ვაგის ტრანსფერზე მუშაობს, წერს Mundo Deportivo.

არსებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი 19 წლის ფეხბურთელს კლუბის მეორე გუნდის ფეხბურთელის რანგში განიხილავს.

მუსა ვაგი "ეუპენის" აღზრდილია და პირველი გუნდის რიგებში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონატში მცველმა 17 მატჩი ჩაატარა (13 ძირითადში) და ერთი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

ვაგმა 2018 წლის მუნდიალზე სენეგალის ნაკრების ღირსება დაიცვა. ფეხბურთელმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და იაპონიის ნაკრებს გოლიც გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები