რომა საინტერესო ტრანსფერებს გეგმავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომა საინტერესო ტრანსფერებს გეგმავს


რომა საინტერესო ტრანსფერებს გეგმავს

"რომას" "ლივერპულში" გოლკიპერ ალისონის გაყიდვით მიღებული თანხით ორი ტრანსფერის განხორციელება სურს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს საიტი.

ასე და ამგვარად, რომაულ კლუბს მეკარის შეძენა უნდა - როგორც აქამდე დაიწერა, რომაელები "პსჟ"-ს კარის დარაჯ ალფონს არეოლას შეძენით არიან დაინტერესებულნი.

გარდა ამისა, "მგლები" შეტევის ხაზის ფეხბურთელებსაც უმიზნებენ.

"რომას" შორტ-ლისტში ორი ფეხბურთელი მოხვდა - "მილანის" ჰავბეკი, სუსო და "ბორდოს" გარემარბი, მალკომი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები