ბარსელონამ დემბელეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბარსელონამ დემბელეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო


ბარსელონამ დემბელეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

"ბარსელონა" ჰავბეკ უსმან დემბელესთან განშორებას არ აპირებს, იუწყება გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo.

"ბარსას" ხელმძღვანელობა 21 წლის ფეხბურთელის თაობაზე არანაირ წინადადებას არ განიხილავს.

დემბელემ გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ კლუბში ფრანგი ტალანტის სჯერათ.

"ბლაუგრანაში" ახალგაზრდა ნახევარმცველის ტექნიკას აფასებენ, მისი დიდი პლიუსი აგრეთვე ასაკია.

აქამდე არსებული ცნობით, "ბარსელონას" დემბელეს "ჩელსის" ლიდერის, ედენ აზარის ტრანსფერში ჩართვა უნდოდა.

გარდა ამისა, იწერებოდა ისიც, რომ 21 წლის ფრანგი შეიძლებოდა "არსენალში" გაენათხოვრებინათ.

შეგახსენებთ, დემბელე "ბარსაში" "დორტმუნდიდან" გასულ ზაფხულს 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

ასევე იხილეთ:

დღის ფოტო - დე ხეას გერლფრენდი ინსტაგრამზე გაშიშვლდა

მანჩესტერს ახალი კაპიტანი ეყოლება - მოურინიოს განცხადება

110 მილიონი ევრო! - რეალი მორიგ მეგა-ტრანსფერს ამზადებს


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები